1. პროექტის სახელი: მუზეუმი ღია ცის ქვეშ
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მის ისტორიას, დაათვალიერებენ ღია ცის ქვეშ მდებარე შენობებს, ქართულ დამხმარე ნაგებობებს, გადაიღებენ სურათებს, მოიძიებენ სხვადასხვა მასალას წიგნებისა და ინტერნეტის დახმარებით, შექმნიან გზამკვლევს, დახატავენ, დაწერენ და ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ნანახისა და განცდილის შესახებ. შესაძლებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებს შორის, აზრის გაზიარება, მასალის ურთიერთგაცვლა, რაც შემდგომში გამოიწვევს სკოლების დაახლოებას და ურთიერთთანამშრომლობას.
თუ პროექტს შეუერთდებიან ინგლისური ენის პედაგოგებიც, შესაძლებელი იქნება პროექტში ჩაერთოს საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა სკოლებიც, ვინაიდან მრავალ ქვეყანას აქვს მსგავსი მუზეუმი.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს 5 დღის განმავლობაში მიეცემათ დავალება, კითხვარის შესაბამისად წიგნებსა და ინტერნეტში მოიძიონ მასალა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან დაკავშირებით, (შესაძლებელია მშობელთა აქტიური ჩართვა)
კლასში მასალის შეჯერება-განზოგადების შემდეგ ეწვევიან მუზეუმს, დაათვალიერებენ მას, მოისმენენ და ჩაინიშნავენ მათთვის საჭირო და საინტერესო მასალას,გადაუღებენ სურათებს თითოეულ სახლს და დაიმახსოვრებენ ამ სახლისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.(1 დღე)
სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებად, გაინაწილებენ საქართველოს კუთხეებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს,სლაიდებს , სადაც აღწერილი იქნება ამ კუთხეების მდებარეობა, ფიზიკური და პოლიტიკური მდებარეობა,მოსახლეობა და სხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. იმსჯელებენ ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენლებზე, საკუთარ წარმომავლობაზე, წინაპრებზე, აღიდგენენ და აღწერენ მშობლიურ კუთხეს, დახატავენ და გამოძერწავენ, მოაწყობენ გამოფენებს.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მონიშნული მასალის მიხედვით შექმნიან გზამკვლევს.
რეგიონების ჩართვის შემთხვევაში მოსწავლეები დაუკავშირდებიან ნაცნობებს, თანატოლებს, გააცნობენ სამუშაო გეგმას, დასახავენ პროექტის განხორციელების გზებს. არჩეული კუთხის მიხედვით მოამზადებენ მასალას და გაცვლიან ფორუმების მეშვეობით.(1 თვე)
შეიქმნება მუშაობის ამსახველი ბლოგი, რა თქმა უნდა, მასწავლებლის დახმარებით, ვინაიდან შეიძლება პატარებს გაუჭირდეთ დამოუკიდებლად მუშაობა.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-12/
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1,5–2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში, მასალის ანალიზი და მომზადება, პრეზენტაციები, გამოფენები, ბლოგის აწყობა, ბუკლეტების დამზადება, ფორუმი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოძიებული მასალა, გზამკვლევი, ნახატები, ფოტოები, ჩანაწერები და ინტერვიუები,რეკლამა, ელექტრონული ჟურნალი, ბლოგი, ფორუმი
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები შექმნიან გზამკვლევს და დაეხმარებიან სხვებს ეთნოგრაფიული მუზეუმის გაცნობაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ისწავლიან მის მოფრთხილებას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება:
- მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა გარემოში მყოფ ადამიანთა ყოფის თვისებურებების შესახებ და წარმოადგენს მოკლე კომენტარებისა და ნახატების სახით.
- აგროვებს ინფორმაციას და იკვლევს საკუთარი საარსებო გარემოს ზეგავლენას ადამიანთა საქმიანობაზე
- სხვადასხვა ფორმით უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს საქართველოს იმ ადგილების შესახებ, სადაც თვითონ არის ნამყოფი.
- რუკის დახმარებით განსაზღვრავს დასათვალიერებელი ობიექტების ნუსხას.
- კონტურულ რუკაზე გადააქვს მარშრუტი.
- საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე.
- აღწერს ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტის დამზადების გზას.
ქართული:
- ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას – საოჯახო და სკოლის ბიბლიოთეკას, ინტერნეტს.
- სიტყვის მნიშვნელობის დასაზუსტებლად მიმართავს ლექსიკონს.
- დამოუკიდებლად კითხულობს, მსჯელობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ; ავლენს შეფასების სურვილს.
- ცხოვრებისეული შთაბეჭდილების საფუძველზე თხზავს სხვადასხვა მცირე ზომის ტექსტს და ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.
- ფლობს და იყენებს წერის საწყის სტრატეგიებს, წინადადების აგებისას იყენებს გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორ ფორმებს და იცავს პუნქტუაციის ძირითდ წესებს.
მათემატიკა:
- აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემულ თემასთან დაკავშირებით, ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას და იყენებს მას,
- აწესრიგებს მონაცემებს და სწორად ავსებს ცხრილს
- აღწერს სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს
მუსიკა:
- მოსწავლე უსმენს და საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების შესახებ, ამოიცნობს მოსმენილი ნაწარმოების ფრაგმენტებს, საუბრობს იმის შესახებ, რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები
- განიხილავს მოსმენილ ნაწარმოებს, ამოიცნობს საკრავებს , გამოყოფს ცალკეულ ნაწილებს, ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას იმ მუსიკალური ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც გამოარჩია და მოსწონს
- ხატავს ინსტრუმენტებს.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები:
- იყენებს ისტ–ის საშუალებებს დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას
- იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის არსებულ რესურსებს
- ისტ–ის საშუალებების გამოყენებბისას ჯგუფში თანამშრომლობს თნაკლასელებთნ, მშობლებთნ და მასწავლებლებთნ
- ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა გამცემლიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: marigamco@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:IEARN–kartuli
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: